რა არის განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტია?
განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტია არის განაცხადი პრინციპებისა, რომელსაც ძალა შესწევს ცხოვრების ოპტიმიზაციისა დედამიწაზე ყველა არსებისთვის, აღმოფხვრას სიღარიბე და მომხვეჭელობა, და დააჩქაროს პროგრესი.
არც პოლიტიკურ და არც რელიგიურ, ამ ათ მოკლე პრინციპებს შეუძლიათ შექმნან საფუძველი ახალი, მოწინავე საზოგადოებისა, რომელიც არ იყენებს ფულს, არის თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი. ისინი ეფუძნებიან მხოლოდ ბუნებრიობას, საღ აზრს და გადარჩენას.
განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტია ახლა ფართედ განიხილება, როგორც ლოგიკური თანმიმდევრული გამოსავალი დღევანდელი საზოგადოების ვერშემდგარი მექანიზმებიდან და ბუნებრივი ეტაპი ჩვენი ევოლუციისა.
რატომ გვჭირდება ეს
თუ თქვენ ჯერ არ შეგიმჩნევიათ, მსოფლიო იქცა ძალიან მტრულ ალაგად. ელემენტარული არსებობა იქცა ნამდვილად დიდ სირთულედ ბევრი ჩვენგანისთვის, და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეუძლებელი მილიონობით ხალხისთვის ყოველ წელს.
ეს არ უნდა იყოს ასე.
როგორც უპირატესი სახეობის არსებები, ჩვენ ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მოჰყვება ჩვენს დიდ ცოდნას და ძალას. ფულმა სერიოზულად დაამახინჯა ჩვენი მსოფმხედველობა, და აგვაცდინა იმას რაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია.
სულ რაც გვესაჭიროება საარსებოდ: წყალი, საკვები, ჰაერი, ენერგია, ბიომრავალფეროვნება, თანაგრძნობა, აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, ბუნებისგან რაც შეიძლება მეტი ფულადი მოგების პრიორიტეტულობის გამო. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მის წინააღმდეგ, ბუნება დაგვამარცხებს. სხვა სიტყვებით, კაცობრიობა - და უთვალავი სხვა უდანაშაულო არსებები - შეიძლება დადგნენ გადაშენების წინაშე.
დადგა დრო ფუნდამენტური ცვლილებებისა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც გახდა არამდგრადი და უსამართლო. განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტიის პრინციპების მიღებით, ჩვენ გვწამს, კაცობრიობამ უნდა გადავდგათ პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ როგორც საკუთარი თავი, ისე ჩვენი პლანეტა.
რა სჭირს ამ მსოფლიოს?
ერთი სიტყვით: ფული. ჩვენი საკუთარი გაცვლაგამოცვლის ფულადი სისტემა ახლა ეფექტურად ანიჭებს უპირატესობას ფინანსურ სტაბილურობას და ზრდას, გადარჩენისა და განვითარების წინააღმდეგ. ერთ დროს სასარგებლო ინსტრუმენტი, ფული, გახდა შეუთავსებელი თვით სიცოცხლესთან და ქმნის ბევრად უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე წყვეტს. ჩვენ შეგვიძლია დავალაგოთ ეს პრობლემები ოთხ მთავარ კატეგორიად:
1. უთანასწორობა და უსამართლობა
დღევანდელ მსოფლიოში, ერთი მუჭა ხალხი ფლობს აურაცხელ სიმდიდრეს, გავლენას და თავისუფლებას, როცა უდიდესი უმრავლესობა დატვირთულია ვალებით, შრომით და სიღარიბით, მცირე ან არავითარი სიტყვის უფლებით მსოფლიო საქმეებში. ეს დისბალანსი აშკარად უსამართლოა და შეუძლებელია უბრალოდ მიიღებოდეს როგორც ნორმალური.
მილიონობით ადამიანი ყოველ წელს იბადება სიღარიბესა და შიმშილში საარსებოდ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკმაო რესურსები და ტექნოლოგია რათა გამოვკვებოთ და მივცეთ საცხოვრებელი ყველას, თუკი მოვისურვებთ.
ხარჯიანი წარმოება იწვევს დაუკმაყოფილებელ მადას შეზღუდული ბუნებრივი რესურსების მიმართ, როგორიც არის ნავთობი, სპილენძი, ოქრო და ა.შ., რადგანაც ეს დეფიციტური რესურსები მოიპოვება მხოლოდ ზოგიერთ ქვეყნებში, აუცილებლად იწვევს ექსპლუატაციას ან ტრანსსასაზღვრო კონფლიქტებს.
მსოფლოის ზოგიერთი ადგილები განიცდიან ამინდის უკიდურეს პირობებს და სახნავი მიწის და სასმელი წყლის უკმარისობას, მაგრამ მთლად მივიწყებულნი არიან მდიდარი ქვეყნების მიერ, რაკი არაფერ ღირებულს მათგან არ მოელიან მსოფლიო ეკონომიკისთვის.
ფული, ზოგადად, ქმნის უთანასწორობას და უსამართლობას.
2. ნარჩენები და დაბინძურება
მწარმოებელ კომპანიებს სჭირდებათ პროდუქციის მუდმივი ბრუნვა, რათა იყოს მომგებიანი. ფინანსური თვალსაზრისით მათთვის უაზრობა იქნებოდა ნამდვილად გამძლე პროდუქტის წარმოება. ფულადი ნაკადის შენარჩუნებისათვის უკეთესია ერთჯერადი საქონლის წარმოება, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება შეცვლა - მიუხედავად ბუნებრივი რესურსების ხარჯისა და დაბინძურებისა, რასაც ეს იწვევს.
ბევრი კომპანიები ხარჯავენ მილიონებს არასაჭირო და არაეკონომიური საქონლისთვის ბაზრის შესაქმნელად ჭკვიანური რეკლამების მეშვეობით. ეს ქმნის მომხმარებლურობას და ’უსაზღვრო’ ზრდის ილუზიას, რაც არარეალურია, არამდგრადია და უბრალოდ უნდა დასრულდეს როდისმე.
ვიცით, რომ ნავთობი არის ტოქსიკური დამბინძურებელი, რომელიც ქმნის ნახშირ-ორჟანგს, და მაინც ვიყენებთ მას, რადგან იაფია, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ულევი, სუფთა, განახლებადი ენერგია ირგვლივ.
ნახშირბადის მწარმოებელი ხეები იძარცვება უპასუხისმგებლოდ ხე-ტყის დასამზადებლად, როცა თვითმფრინავები ყოველ წელს მილიონობით ტონა მომწამლავ აირს უშვებენ ჰაერში.
ჩვენი გულგრილობა ბუნების მიმართ ნელნელა გვწამლავს და გვახრჩობს.
3. ვალი და უმუშევრობა
დღეს, თითქმის ყველა ქვეყანას მსოფლიოში აქვს ისეთი უზარმაზარი ვალები, რომ მთავრობები ახლა იძულებულნი არიან ან ისესხონ კიდევ, ან ნაკლები ხარჯონ, ან ბეჭდონ მეტი, რომ შეავსონ ბიუჯეტი. რეალურად, არც ერთი ამ ვარიანტებიდან არ არის მდგრადი.
ფულის ბეჭდვა აუფასურებს ვალუტას, რაც ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებს ყიდულობ ამით. ასევე, ვინაიდან იგი შედის ეკონომიკაში ვალის სახით, ექვემდებარება საპროცენტო ინტერესს. რადგან ამ პროცენტის გადასახდელი ფული არც კი არსებობს, ეს საბოლოოდ მოითხოვს კიდევ ვალს - და მეტ ინტერესს!
სახელმწიფო ხარჯების შემცირება, საბოლოო ჯამში, ნიშნავს სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც ქმნის დამატებით უმუშევრობას. კერძო კომპანიები მუდმივად ანაცვლებენ კადრებს მანქანებით, რომლებიც მუშაობენ უფრო სწრაფად და იაფად, რათა გაზარდონ თავიანთი პროდუქტიულობა და მოგება.
ხელფასიანი დასაქმება ჟანგბადია მონეტარული სისტემისათვის. მის გარეშე, მიიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ვალების ზრდას. ეს უმუშევრობის და ვალის ციკლი საბოლოოდ გამოიწვევს გლობალურ მონეტარულ ჩამოშლას.
4. შეზღუდული პროგრესი
კაცობრიობის პროგრესს ახშობს ფასი. სუფთა კვლევითი და თამამი მეცნიერული მისწრაფება ან არა-საკმარისად ფინანსდება, ან რჩება შეუმჩნეველი, თუ იგი მომგებიანი არ არის.
მაღალკვალიფიციურ და ნიჭიერ პროფესიონალებს იზიდავენ გულუხვი ხელფასებით მომგებიანი, მაგრამ ხარჯიანი სამომხმარებლო საქონლის შესაქმნელად. მეორესმხრივ, ბევრი ნიჭიერი ხალხი ვერ მიიწევს წინ ცხოვრებაში სათანადო განათლების ან მათი საქმიანობის დაუფინანსებლობის გამო.
ახალი გამოგონებები იძირება პატენტის კანონებში, რაც აფერხებს მათ შემდგომ განვითარებას ან გაუმჯობესებას სხვა გამომგონებლების მიერ, და ზოგჯერ მრავალი წელი გადის, სანამ ხალხამედე აღწევს. ბევრი სასარგებლო პატენტი დევს გამოუყენებელი, ან დაუფინანსებლობის, ან წინასწარ განზრახული მარკეტინგული სტრატეგიის გამო.
კომპანიები ცდილობენ დაიცვან თავიანთი საკუთარი ბრენდები და სამომავლო მოგებები ისეთი დიზაინის საქონლის შეგნებულად წარმოებით, რომელიც შეუთავსებელია სხვა ბრენდებთან და ტექნოლოგიებთან. ეს ქმნის ნაწარმის უსარგებლო გამეორებას და საბოლოო მომხმარებლის იმედგაცრუებას.
ფული ვერ იქნება პროგრესის ხელის შემშლელი ფულისგან თავისუფალ მსოფლიოში.
ეს არის მხოლოდ რამოდენიმე მიზეზი იმისა თუ რატომ იქცა ფული - რომელიც ჩვენ შევქმენით - მთავარ დაბრკოლებად ჩვენივე გადარჩენის და წინსვლის საქმეში. თუ დააკვირდებით ჩვენს საზოგადოებას და თანამედროვე კულტურას ბუნების თვალსაზრისით, თქვენ მალევე დაინახავთ თუ როგორ დავუპირისპირდით და გავემიჯნეთ სწორედ იმ გარემოს, რომელიც გვაცხოვრებს.
ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი ბუნების და ბიოლოგიის იგნორირება.
ვისი ბრალია ეს?
მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ რეალურად ვერავის დაადანაშაულებ რომელიმე ამ პრობლემის გამო. სისტემა, რომელითაც ვმართავთ ჩვენს საზოგადოებას, გადაიქცა ასეთად დროთა განმავლობაში. დანაშაულის მიწერას, თუნდაც თითქოსდა სამართლიანს, არ ექნება არავითარი სასარგებლო შედეგი, და შექმნის მხოლოდ უსიამოვნებებს.
ბევრი ადანაშაულებს ბანკებს, კორპორაციებს, მთავრობებს, ან ხალხს, რომლებიც მათზე მუშაობენ, მაგრამ ესენი არ არიან ცუდი და ხარბი ხალხი. ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მოქმედნი უკმარისობის გარემოში - ფულის უკმარისობის, ანუ.
სიხარბე არის ადამიანის ძირითადი საპასუხო რეაქცია უკმარისობაზე. თუ იმის მარაგი, რაც გჭირდება სასიცოცხლოდ, შეზღუდულია, შენ ინსტიქტურად გინდა რაც შეიძლება მეტი, რადგან ეს კარგია გადარჩენისთვის. თუ შევძლებთ უკმარისობის მოცილებას, ჩვენ შევძლებთ სიხარბის მოცილებასაც.
წნეხის ქვეშ
ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი ჩვენივე წარმოსახვითი ჩარჩოებისგან.
ჩვენ ახლა მივადექით ჩვენი საკუთარი ბუნებრივი ქცევის მიმართ უნდობლობას, გამოწვეულს ურთიერთგამომრიცხავი სტანდარტებით და ზეწოლით, რომელსაც დავუქვემდებარეთ ჩვენი თავი.
თანამედროვე მედია წინ აყენებს მიუწვდომელ და ჰედონისტურ ცხოვრების წესებს, იმ დროს როცა რელიგიები ქადაგებენ ზომიერებას და უცოდველობას. კორპორაციები მილიონებს ხარჯავენ შაქრიანი და ცხიმიანი საკვების წარმოსაჩენად, როდესაც მედიცინის მუშაკები გვაბრთხილებენ სიმსუქნეზე. მთავრობები აცხადებენ სოციალური ხარჯების შეკვეცას, იმ დროს, როცა დახმარებას უწევენ დიდ ბიზნესებს. საითაც არ უნდა მიბრუნდე გიტევენ რეკლამებით ისეთი პროდუქტების შეძენისკენ, რომლებსაც ვერ ვწვდებით. საზოგადოება, მთლიანობაში, საკმაოდ დაბნეულია და წინააღმდეგობრივი.
დანაშაულის ტემპი მატულობს - მაგრამ არა იმიტომ რომ ცუდმა ხალხმა იმატა - არამედ იმიტომ, რომ ხალხის პირობები უარესდება, დასაქმების შესაძლებლობა კლებულობს და ყველა იძულებულია იბრძოლოს გადარჩენისთვის.
გახსოვდეთ, ადამიანი ჯერ კიდევ ცხოველია - თუმცა მაღალ განვითარებული - და სწორედ, როგორც ნებისმიერი სხვა ცხოველი, ისიც შემოგიტევს, როცა ცუდად მოებყრობი, კუთხეში მიიმწყვდევ ან გადარევ.
აღარ გვჭირდება ამის კეთება ჩვენი თავის მიმართ.
დადგა დრო დავიხსნათ ადამიანი თავისი დრომოჭმული მეთოდებისა და იდეოლოგიებისგან, და მთელი ყურადღება მივაბყროთ ჩვენს საერთო მიზანს - გადარჩენის, განვითარების და თავისუფლების.
ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი ჩვენივე წარმოსახვითი ჩარჩოებისგან.
რას აკეთებს ქარტია
განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტია აქვეყნებს ათ ძალზე საფუძვლიან განაცხადს, რომელიც ეხმიანება ბუნებას, ზოგად საღ აზრს, სამართლიანობას და მდგრადობას. თავისი შინაარსით, ეს ათი სახელმძღვანელო პრინციპი არის ჩვენი მინიმუმ საჭიროება გადარჩენისა და პროგრესისათვის.
მას შემდეგ რაც ხალხი გააცნობიერებს, რომ ფულისგან განთავისუფლებული საზოგადოება ამართლებს, ბუნებრივია ჩვენ უფრო პოზიტიურნი გავხდებით მოქმედებაში, უფრო კოოპერატიულები, კეთილგანწყობილნი და პროდუქტიულები.
ჩვენში არსებული სისტემები - ფულადი, სოციალური, იდეოლოგიური და სასაზღვრო, არის წარმოსახვითი, და კარგად ჩანს, რომ არ მუშაობს ჩვენ და ჩვენი პლანეტის სასარგებლოდ. ქარტიის პრინციპები, რომლებიც ემყარება ბუნებას, გააუქმებდა ამ წარმოსახვით ბარიერებს ერთმანეთის და ჩვენი სამშობლო პლანეტის პატივისცემის სულ რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვით.
მას შემდეგ, რაც წარსულს ჩავაბარებთ ჩვენს დრომოჭმულ მეთოდებს, ვარაუდებით და დიქტატით გადაწყვეტილებების მიღებისა, და ჩამოვიცილებთ ჩვენს წარმოსახვით ბარიერებს, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი პრობლემები არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური. ე.ი. როგორ ვუზრუნველვყოთ ყოველი და გამოვიყენოთ ჩვენი პლანეტა ოპტიმალურად? მხოლოდ მაშინ, როცა განვთავისუფლდებით ჩვენი ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიებისა და მეთოდებისაგან, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.
ჩვენი ტექნოლოგია ამჟამად ისეთ დონეზეა, როცა შეგვიძლია თავისუფლად ვუზრუნველვყოთ ყოველი ადამიანი მძიმე შრომის საჭიროების გარეშე. სადაც შეგვძლია ავტომატიზირება, დავნერგავთ ავტომატიზაციას. ფული არ დაგვჭირდება მანქანების საწარმოებლად, შეგვიძლია უბრალოდ ვაშენით. ისეთი საქმე, რომლის ავტომატიზირება შეუძლებელია, იტრიალებს ხალხში ვინც სიამოვნებით დაუთმობენ თავანთი დროის მცირე ნაწილს საზოგადოებას, რომელიც მათ უზრუნველყოფს.
ყველაფერი გამოცხადდება უფასო ხმარებაში, მხოლოდ ტექნიკური და ბუნებრივი ზღვარის, და საყოველთაო კეთილდღეობის გათვალისწინებით. ასეთი შეგნება მიიღწევა პირველრიგში განათლების მეშვეობით, და საბილოო ჯამში კონსენსუსის გზით.
მას შემდეგ რაც ხალხი გააცნობიერებს, რომ ფულისგან განთავისუფლებული საზოგადოება ამართლებს, ბუნებრივია ჩვენ უფრო პოზიტიურნი გავხდებით მოქმედებაში, უფრო კოოპერატიულები, კეთილგანწყობილნი და პროდუქტიულები.
ქარტიის განხორციელება
პირველი ნაბიჯი ქარტიის განხორციელებაში არის გავრცელება და გათვითცნობიერება.
ეს პრინციპები შეიძლება მიღებულ იქნას მაშინ, როცა იქნება ნახული, გაგებული და მხარდაჭერილი საკმარისი რაოდენობის ხალხის მიერ. როცა საკმარისი ხალხი გაეცნობა ქარტიას და მიიღებს მას, როგორც შემდგომ ლოგიკურ ნაბიჯს კაცობრიობის ევოლუციაში, შეცვლა მოხდება ავტომატურად. პოლიტიკოსებს და გავლენიან ხალხს აღარ ექნებათ არჩევანი გარდა იმისა, რომ შეუერთდნენ ხალხის ნებას.
როცა კი ეს მოხდება, საჭიდო გახდება ამ პრინციპების, ბუნების და საზოგადოების სწავლების გაშლა, რათა ყველამ მივიღოთ ჭეშმარიტი შეცნობა ჩვენი თავის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი გარემოსი.
განათლება შეასრულებს მთავარ როლს ახალი ფულისგან-თავისუფალი საზოგადოების შექმნაში.
განათლება შეასრულებს მთავარ როლს ახალი ფულისგან-თავისუფალი საზოგადოების შექმნაში.
ბევრო დრო არ გავა, როცა ხალხი მიხვდება, რომ მათი მეზობელი აღარ არის მათი კონკურენტი; რომ ყველაფერს, რასაც ისინი ფლობენ და იყენებენ, აქვს გარემოებითი ღირებულება; რომ ერთობლივი საქმიანობია, როგორც ერთიანი თანამეგობრობის - და არა თავისთვის მხოლოდ - ბევრად უფრო პროდუქტიულია და სასარგებლო.
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ქარტია თავიდან მიღებულ იქნეს ერთ ქვეყანაში ან ქვეყნების გაერთიანებაში, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარია და უზრუნველყოფილი. (ავსტრალია და სამხრეთის ზღევების ქვეყნები კარგი მაგალითი იქნებოდა) რაკი სხვა ქვეყნები დაინახავდნენ რომ ეს მუშაობს, ისინიც მალევე მიბაძავდნენ.
ალბათ შუალედურ პერიოდში, განსაკუთრებული მხარდაჭერა შეიძლებოდა გამოყენებულიყო ”ფულისგან-განთავისუფლებული” სტატუსის ნოვატორული ქვეყნისთვის ისეთი ორგანოს მეშვეობით, როგორიც გაეროა, რათა შეენარჩუნებინათ და დაეცვათ ამდაგვარი ”თავისუფალი ზონების” საზღვრები სანამ აღარ იქნებოდა ამის აუცილებლობა.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლებოდა დანერგილიყო ქარტია. რა თქმა უნდა ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ნებისმიერი რაოდენობის სხვადასხვა გზებით, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორც კი საკმარისი ხალხი მოისურვებს ამას, ეს მოხდება.
ვინ დაწერა ქარტია?
ეს დოკუმენტი რომ მიგვეწერა რომელიმე ცალკე პიროვნების ან ჯგუფსთვის, იქნებოდა არასწორი და უაღრესად არასამართლიანი ბერი ხალხის მიმართ. როგორც ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ან პოლიტიკური დოკუმენტის შემთხვევაში, ავტორები არიან უამრავნი, რამეთუ მრავალთა იდეები იქნა მოდიფიცირებული და დახვეწილი დროთა განმავლობაში.
ქარტიის ეს სიტყვები დაწერილია ქოლინ თორნერის მიერ, მომღერლის და მუსიკალური პროდუსერის დუბლინიდან, ირლანდია, მაგრამ ბევრი ძირითადი კონცეპცია თავდაპირველად შთაგონებული იყო ჟაკ ფრესკოს ”ვენუს პროექტის” და პიტერ ჯოზეფის ”ცაიტგეისტის” კინო-სერიებიდან, რომლებიც თავის მხრივ, ეჭვგარეშეა, მიაწერენ თავიანთ შთაგონებას ასევე მრავალ სხვა ისტორიულ ზეგავლენას.
რაც მნიშვნელოვანია, ლოგიკურად, ეს არის შემდეგი ნაბიჯი კციბრიობის განვითარებისკენ, და ის, რაც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ჩვენს გადარჩენას და ასევე ჩვენი პლანეტარული თანამგზავრების გადარჩენას. ამ ჩანაფიქრით, ქარტია არის, მთელი მიზნით და მისწრაფებით, თვით-ნაწერი დოკუმენტი.
უახლოესი მომავალი
ჩვენ ახლა ვართ ისტორიის ყველაზე საინტერესო მომენტში. ცვლილებების დიდი ეპოქა თითქმის კარსაა მომდგარი, მაგრამ საქმე შეიძლება გაუარესდეს სანამ გაუმჯობესდება, რადგან ბევრი იბრძვის ძველი სისტემის შესანარჩუნებლად. განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტიაზე ხელმოწერას და მის მხარდაჭერას შეუძლია დაეხმაროს ამ ცვლილებების ბევრად უფრო მალე განხორციელებას, უფრო მშვიდობიანად და არასაჭირო განცდების გარეშე.
ქარტიის იდეა მარტივია. ეს ჩვენი მიმდინარე სისტემაა გართულებული, და მისმა დალაგებამ შეიძლება რაღაც დრო წაიღოს, მაგრამ ეს წამოწყება მოთმინებას საჭიროებს, გათვლილია ნელ და მტკიცე წინსვლაზე მხოლოდ ერთი მიმართულებით - ჭეშმარიტი თავისუფლების, დოვლათის და მდგრადი განვითარებისკენ.
გთხოვთ განიხილოთ ეს ინიციატივა მაქსიმალური ყურადღებით. გმადლობთ.
over a week ago
over a week ago
over a week ago