FAQი და ჩვეული კრიტიკა
პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე და კრიტიკებზე ქარტიის იდეოლოგიის მიმართ.
თუ თქვენ წაიკითხეთ და გაერკვიეთ განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტიის კონცეფციებში, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ხართ განწყობილი ამ იდეების მიმართ, მაშ თქვენ არა ხართ მარტო!
ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება ფულის, ვაჭრობის და ქონების ფლობის გაუქმებას, და ეს მრავალი სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს გვერდი ცდილობს უპასუხოს ამ წინააღმდეგობებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სრულიად გასაგებია.
აი მთავარი კითხვები და კრიტიკები, რაც ხალხს ებადება ფულისგან განთავისუფლებულ საზოგადოებასთან: (დააწკაპეთ რომ ნახოთ პასუხი) [ გაშლა/დახურვა ]
თუ ფულს მოვიცილებთ, როგორღა ვიარსებებთ? განა უბრალოდ არ გავღარიბდებით ყველა?
ფული არ არის აუცილებელი საარსებოდ. რესურსებია ის რაც გვჭირდება საარსებოდ, და არა ფული. ფული არის მხოლოდ საშუალება, მოგონილი არასაკმარისი რესურსების განაწილების ირგანიზებაში დასახმარებლად. თანამედროვე ტექნოლოგია ახლა გვთავაზობს ამ რესურსების შესაძლებელ სიუხვეს, როგორიც არის საკვები, წყალი, ბინა, და ცხოვრების მაღალ დონეს. ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ, შევქმნათ და ვაწარმოოთ სიცოცხლისთვის ყველაფერი აუცილებელი ბევრად უფრო ადვილად ახლა, ვიდრე ოდესმე ადრე. ერთადერთი არასაკმარისი რამ დღეს არის თვითონ ფული!
ფულისგან განთავისუფლებულ სამყაროში, თვით მცნება მდიდარი და ღარიბი აზრს დაკარგავს, რადგან ყველას ექნება თანაბარი უფლება ყველაფერ იმასა რასაც ცხოვრება იძლევა.
სიხარბე ხომ ადამიანური თვისებაა!
ადამიანის ბუნებას აქვს მხოლოდ ერთი ფუნქცია: იარსებოს. ეს გადარჩენის ინსტინქტი მართავს ყველა ჩვენს ქცევას. ამგვარად, როცა აღმოვჩნდებით დეფიციტის წინაშე, ჩვენ ავტომატურად გადავიქცევით ხოლმე ხარბებად, რადგან ეს კარგია გადარჩენისთვის. დღეს, ფულია არასაკმარისი და ის გჭირდება საარსებოდ, ამიტომ ვცდილობთ და ვშოულობთ რაც შეგვიძლია მეტს. ეს არის სრულიად ბუნებრივი რეაქცია იმ სამყაროს მიმართ სადაც ხალხი, ვისაც არააქვს ფული, კვდება.
როგორც კი ხალხი მიხვდება, რომ მეტი აღარ არის დეფიციტი, და რომ ისინი არიან განუყოფელი ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც მათ მხარში უდგათ, სიხარბე და ეგოიზმი გახდება არასაჭირო. მაშინ ჩვენი ინსტიქტები აღძრავენ დადებით ქცევებს როგორიც არის თანამშრომლობა, ნდობა და თანაგრძნობა, რაც ასევე აუცილებელია არსებობისთვის.
ეს ჟღერს როგორც ნაირსახეობა კომუნიზმისა, რომელიც ყოველთვის მარცხდებოდა.
ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა, მათ შორის კომუნიზმიც, რომელიც იყენებს ფულს საბოლოო ჯამში განწირულია დამარცხებისთვის, რადგან იგი ანსახიერებს უთანასწორობას და ჩაგვრას. ფული, თავისი არსით, წარმოშობს უთანასწორობას, და ამ უთანასწორობის შესანარჩუნებლად მოითხოვს ჩაგვრას. უთანასწორობის და ჩაგვრის დონე ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში განსაზღვრავს თუ რამდენ ხანს გასტანს ეს რეჟიმი.
არის მხოლოდ ერთი რეალური კანონი, რომელსაც უნდა ვემორჩილებოდეთ, და ეს არის ბუნების კანონი. მის უგულველყოფას საბოლოო ჯამში მივყევართ გაქრობამდე. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ტრადიციული პოლიტიკის და სახელმწიფო მმართველობის ჩარჩოებიდან და ვწყვიტოთ ჩვენი საერთო პრობლემები ერთად, ბუნებასთან შეთანხმებით.
საკუთრების გარეშე? მაშ ნებისმიერს შეეძლება გადმოსახლდეს ჩემს სახლში ან წაიყვანოს ჩემი მანქანა?
ეს წამოწყება არ არის მხოლოდ ეკონომიკის შეცვლა, ეს არის სრული გადაფასება ადამიანური ღირებულებებისა. ფულის გაუქმებით, თქვენ აუქმებთ სიხარბის მთავარ მოტივაციას. სადაც არ არის სიხარბე, იქ არც არის ბრძოლა საკუთრებისათვის. ასევე, როცა ყველაფერი უფასოა, არავის სჭირდება მიითვისოს თქვენი კუთვნილი, როცა ასევე ადვილად შეუძლიათ მიიღონ თავისი.
განთავისუფლებულ სამყაროში, ხალხი აგრეთვე პატივს სცემს ერთიმეორის უფლებას უსაფრთხო საცხოვრებელზე, პირადი სიცოცხლის ხელშეუხებლობაზე და დაცვაზე, რადგან სწორედ ასე მოხდება მათი სწავლება ბავშვობიდანვე - საზოგადოებების, ბუნების და იმის შესახებ თუ, როგორ ვართ ჩვენ ყველა ურთიერთ კავშირში და ერთმანეთზე დამოკიდებულნი. ამის სწავლება მოხდება წერის, კითხვის და არითმეტიკის სწავლებასთან ერთად.
სისულელეა, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება უფრო მკაცრი კანონი და მეტი პასუხისმგებლობა!
ჩვენ გვჭირდება განათლება, და არა კანონი. უთხრა ადამიანს რომ მათ ”არ უნდა” აკეთონ რაღაც, არ უხდება პიროვნებას, რომელიც განათლებულია იმ სტანდარტებში, სადაც მათ ესმით, რომ ”არ შეუძლიათ ჩაიდინონ” რაღაც, განსაკუთრებით, როცა მიზეზები არის მარტივი, გამჭვირვალე და სამართლიანი.
თავისუფალ სამყაროში, ხალხი მიიღებს ამ განათლებას უმაღლეს სტანდარტებში ადრეული ასაკიდან - საზოგადოების, ბუნების, პლანეტის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ და როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. კანონი არის ბლაგვი ინსტრუმენტი, რომელიც ამჟამად გამოიყენება სამართლიანობის და სწორი განათლების დეფიციტის შესანიღბავად.
ყველაფერი უფასოა? მაგარია! მე ავიღებ 100 როიალს, გეთაყვა!
ჯერ ერთი, ამისთვის ვიღაცას უნდა ჰქონდეს ნამდვილი მიზეზი, რომ სჭირდებოდეს 100 როიალი. შესაფერისი განათლების დონე და პასუხისმგებლობა ბუნების მიმართ უმეტეს ხალხს არ გააკეთებინებს ასეთ მოთხონას, იმის გამოც, რომ ამდაგვარი მოთხოვნების შესრულება გამოიწვევს ბუნებრივი რესურსების და ადამიანური შესაძლებლობების გამოლევას.
ასეც რომ იყოს, თუ ასეთი მოთხოვნილება სამართლიანი იქნება რაღაც მიზეზით, გამართლება მაინც არ ექნება ამის შესრულებას ფიზიკურად შესაძლებელიც რომ იყოს, და პიროვნებისთვის, რომელიც აკეთებს ასეთ განაცხადს, უნდა მისაღები იყოს დრო რომელიც უეჭველად დასჭირდებოდა ამის შესრულებას.
მეცნიერებას და ტექნოლოგიას არ გააჩნია ყველაფრის პასუხი!
მართალია, და ნებისმიერი მეცნიერი აღიარებს მაგას. მთავარი მიზანი მეცნიერებისა, სწორედ, არის პასუხების პოვნა, და ასეც აკეთებს მონაცემების თანმიმდევრული გაზომვების და შედარებების მეშვეობით ფიზიკურ სამყაროში.
ზოგი ხალხი სთვლის, რომ არსებობს სხვა სამყარო ამ ფიზიკურის მიღმა. მეცნიერებას არასოდეს დაუმტკიცებია ეს და ალბათ ვერც ვერასოდეს შესძლებს. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი რწმენა მეტაფიზიკურისა, ის გამოწვევები, რომელიც დღეს დგას ჩვენს წინაშე, არიან სწორედ რომ ფიზიკური და ტექნიკური. მაგალითად, როგორ ვუზრუნველვყოთ ყველა და თან დავიცვათ ჩვენი პლანეტა? პოლიტიკა, სპეკულაცია და ხმები ვერ პასუხობენ ამას. მეცნიერული მიდგომა არის ერთადერთი გზა მოინახოს პასუხები ტექნიკურ პრობლემებზე.
სულაც არ უნდა გვეშინოდეს ტექნოლოგიური სამყაროსი; ტექნოლოგია უკვე ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილია დღეს. რაკი ჩამოვაცილებთ მას მოგების, სიხარბის და ფასების გამო შეზღუდვებს, ყველაფერი გახდება შესაძლებელი. ოცნება თავისუფალ სამყაროზე ჰუმანურია, მაგრამ მის აშენებას სჭირდება მეცნიერება.
რას იტყვით იმ მოსაწყენ და არასასიამოვნო საქმეებზე, რომელთა ავტომატიზაცია შეუძლებელია?
ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანური ამოცანები, რომელთა ავტომატიზირება შეუძლებელია ან მათი მოდერნიზირება იმისთვის, რომ შეიძლებოდეს მათი ავტომატიზირება. არასასიამოვნო ან მოსაწყენი ამოცანის შემთხვევაში, რომელთა ავტომატიზაცია შეუძლებელია რაღაც მიზეზების გამო, შეიძლება კეთდებოდეს მორიგეობით, ნებაყოფლობით, ადგილობრივი თანამეგობრობის წევრების მიერ.
უმეტესი ხალხი, თუ მათ სთხოვენ შეასრულონ ასეთი სამუშაო თვეში ერთხელ (მაგალითად), და მოემსახურონ თანამეგობრობას, რომელიც ყველა მათ საჭიროებებს უზრუნველყოფს, მოხარული უნდა იყვნენ მიიღონ მონაწილეობა. ისინი ვინც არ მოისურვებენ, არც რა.
რას იტყვით ”ადამიანურ” სამსახურებზე, როგორიც არის მომვლელი ან მაწავლებელი?
ერთად მუშაობა საერთო მიზნით არის ის, რასაც უმეტესობა ჩვენგანი აკეთებს ყოველდღე. ჩვენ ერთად ვმუშაობთ როგორც ერთი კომპანია, ერთი ოჯახი, სამეზობლო ან ჯგუფი. ჩვენ მოგვწონს თანამშრომლობა. ჩვენ მოგვწონს მონაწილეობა. კითხე თავს, დღეში რამდენჯერ აკეთებ იმას, რაც უშუალოდ შენს პირად ინტერესებში არ შედის, ან რაშიც ფულს არ გიხდიან? პასუხი გაგაოცებთ.
ყოველდღე, ყველგან მსოფლიოში, ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, რადგან ჩვენ გვინდა ასე. რადგან ეს აღგვიძრავს კარგ გრძნობებს ჩვენს თავზე. ადამიანები სოციალური სახეობაა და თანამშრომლობა ბუნებრივად გამოსდის. ფინანსური ბორკილების მოხსნა მთლიანად გახსნის თანამშრომლობის ამ ბუნებრივ სურვილს.
ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი და ნიჭი ამ ”ჰუმანური” საქმის მიმართ, გააკეთებენ მას რადგან, და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უყვართ ამის კეთება!
მაგრამ არ იქნება მოტივაცია რომ იმუშაონ.. ან აკეთონ რამე!
ფული არ არის მუშაობის სტიმული, ის არის ვალდებულება გამოიმუშავო. ჭეშმარიტი სტიმული მუშაობისა არის სურვილი, ნიჭი, დახმარების გაწევა, ხალხთან შეხვედრა, სწავლის სურვილი. რაკი ღა ფული ამოიღება ჩვენი ცხოვრებიდან, ხალხი იმუშავებს მხოლოდ ამ სტიმულებით, და იქნება ბევრად უფრო ბედნიერი და ბევრად უფრო პროდუქტიული ამის შედეგად.
რაც შეეხება არაფრის კეთებას, ეს დამოკიდებულია თითონ პიროვნების ნებაზე. განთავისუფლებულ მსოფლიოში, სამუშაოსგან და ფინანსური შეზღუდვებისგან თავისუფლება მოგცემდა შესაძლებლობას აგესრულებინა შენი ოცნებები ისე, როგორც შეგიძლია ახლა მხოლოდ წარმოიდგინო. მაგალითად, შეგეძლებოდა გემოგზაურა საცა მოისურვებდი, ნებისმიერ დროს; შეგესრულებინა შენი საყვარელი საქმე ან სურვილი ფასით გამოწვეული შეზღუდვების გარეშე; შეგეტანა წვლილი შენი გამოცდილებით და ნიჭით საზოგადოებაში; გაგეტარებინა მეტი დრო შენს ოჯახთან, და ა.შ.
ეს მხოლოდ უტოპიური ოცნებაა და ალბათ ვერასოდეს იმუშავებს.
უტოპია ფანტაზიაა. ეს კი არ არის ფანტაზია. ეს ტექნიკურად უკვე შესაძლებელია ახლა, დაფუძნებული ფაქტებზე და ჩვენს ამჟამინდელ ცოდნაზე. ადრე ეს არასოდეს მომხდარა, რადგან ადრე არ იყო ამის შესაძლებლობა. ისტორიული პრეცედენტის არ ქონა არ ნიშნავს, რომ ეს არ გამოვა ან არ ღირს ცდად.
ეს არ არის ულაპარაკოდ სრულყოფილი სისტემა და არ იჩემებს ყველა მსოფლიო პრობლემის გადაჭრას, მაგრამ იგი გადაჭრის ამ პრობლემების უდიდეს ნაწილს, და ამიტომაც ბევრად აღემატება იმას, რაც ამჟამად გვაქვს.
სად არის უფრო დეტალურად? ქარტია არაფერს ამბობს...
არის ბევრი, ბევრი საკითხები, რომელთაც ქარტია არ განიხილავს. ჩვენ დავარქმევთ მათ ”მეორეხარისხოვან საკითხებს”. ქარტია ეხება მხოლოდ ყველაზე ძირითად პირველხარისხოვან საკითხებს თუ როგორ პოზიციას დავიკავებთ ჩვენ ერთმანეთის, ჩვენი პლანეტის და ბუნების მიმართ. სხვა დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი ამასთან.
რაკი შევთანხმდებით ამ ყველაზე ფუნდამენტურ წესებზე, ის თუ როგორ ფორმას მივცემთ ჩვენს სამყაროს, ან წავიყვანთ ჩვენს საზოგადოებას, უნდა იყოს თვით-განმსაზღვრელი ევოლუციური პროცესი. განიხილეთ ეს როგორც უკეთესი სამყაროს პროექტირება ნულიდან. თესლმა არ იცის როგორ სახეს მიიღებს მცენარე.
ეს კულტია თუ რელიგია რაღაცნაირი?
არა. ყველაფერი, რაც ამ ინიციატივას ეხება, ეფუძნება მხოლოდ სინამდვილეს და საღ აზრს. აგრეთვე, ჩვენ არასოდეს არ მოვითხოვთ არაფერს.
მსოფლიო უკვე გადავსებულია, ყველას ვერ გადავარჩენთ!
ჭარბი-მოსახლეობა სერიოზული გლობალური პრობლემაა, მაგრამ არა ისეთი რომელიც უნდა გადაიჭრას უბრალოდ ხალხის სასიკვდილოდ განწირვით. ბევრად უფრო მეტი ჰუმანური და ჭკვიანური მიდგომებიც არსებობს მოსახლეობის რაოდენობის სამართავად ვიდრე სასტიკი უგულველყოფა.
უფრო მეტიც, მოსახლეობის რაოდენობის პრობლემა ჩვენთან დარჩება - იქნება თავისუფალი მსოფლიო თუ არა - და ბევრად უფრო შესაძლებელია რომ შევძლებთ გამოვიმუშაოთ რაციონალური სისტემა პოზიტიური გნათლების მეშვეობით, რომელიც იქნება საყოველთაო, უფასო და ტრადიციული ბიუჯეტური შეზღუდვების გარეშე.
ეს იგივე არ არის რაც ცაიტგეისტის და ვენუს პროექტის მოძრაობა?
განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტიის ინიციატივა თავიდან დაიწყო ჟაკ ფრესკოს ვენუს პროექტის და რესურსებზე-დაფუძნებული ეკონომიკის შთაბეჭდილებით. თუმცა არის ზოგიერთი ძირითადი განსხვავებებიც მიდგომაში:
ქარტიის ინიციატივა არ გვთავაზობს მომავალი საზოგადოების პროექტებს ან დეტალებს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს იქნებოდა აზრთა სხვაობის გამომწვევი საკითხები, და ამიტომ ყურადღების გადამტანი უფრო გადაუდებელი საჭიროებიდან, უბრალოდ, ჩვენი გადაწყობისა ბუნებასთან.
არა გვგონია, რომ შეიძლებოდეს ახალი საზოგადოების კონსტრუირება ზემოდან-ქვევით. როგორც ყველა ბუნებრივი პროცესი, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ქვემოდან-ზევით. როგორც კი შევთანხმდებით, რომ მივყვეთ სწორედ ამ რამდენიმე ძირითად წესს ბუნებისა, შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარდეს რომელი გზითაც ის მოისურვებს.
ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დიდი პროექტებით, აქტივიზმით ან ფულის-მოზიდვით. ქარტია არის მხოლოდ პასიური საშუალება იმისა, რომ ხალხმა გამოხატოს თავისი მხარდაჭერა ბუნებაზე გათვლილი ეთოსისა, რომელიც იმოძრავებს აუჩქარებლად, მტკიცედ და დადებითად მხოლოდ ერთი მიმართულებით.
ჩვენ ნამდვილად ვუჭერთ მხარს ვენუსსაც და ცაიტგეისტსაც, მაგრამ არ ვართ არცერთ მათგანთან კავშირში. თუ თქვენ რომელიმე ამ ორგანიზაციის წევრი ხართ, მაშინ ჩვენ გიწვევთ თქვენც მოაწეროთ ხელი განთავისუფლებული მსოფლიოს ქარტიას.
მე უკვე ვცხოვრობ ძალიან კარგად ფულის გარეშე - ყველას შეუძლია იცხოვროს ასე ახლა!
ბევრი ადამიანი ირჩევს ცხოვრებას ”გალიის-გარეთ”, მოჰყავთ თავისი საკუთარი სარჩო და ხდებიან ენერგეტიკულად დამოუკიდებელნი. მიუხედავად ამისა, ხალხის დიდი უმრავლესობა ამჯობინებს არ იცხოვროს ასე. უმეტეს ხალხს არ სურს განცალკევებული ცხოვრება, და ურჩევნია წევრობა და უსაფრთხობა უფრო დიდი საზოგადოებრივ გაერთიანებაში.
ავტონომიურმა ცხოვრებამ შეიძლება ძალიან კარგად იმუშაოს ზოგისთვის, მაგრამ მხოლოდ ძალიან პატარა უმცირესობისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ზეწოლის ზრდა სხვებზე, რაკი ტრადიციული ბიზნესი დაკარგავს თავის მომხმარებელს.
მე ვიცი, რომ არსებული სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ეს არის საუკეთესო რაც არის.
წარმოიდგინე, რომ არ არის არავითარი სისტემა, და გთხოვენ გააკეთო არჩევანი თავისუფალ, სამართლიან და ეკოლიგიურად მდგრადსა და იმ სისტემას შორის, რომელიც ხელს უწყობს მომხვეჭელობას, უთანასწორობას და გარემოს დაბინძურებას, რომელს აირჩევდი? შედარებაც კი არ არის.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი მონეტარული სისტემა მათემატიკურად შეუთავსებელია თავის მუდმივად-ზრდად ვალთან, რომელსაც იგი ქმნის და რაც ხელს უწყობს უთანასწორობას, და ზარალიანია თვით სიცოცხლისათვის თავისი მოგების პრიორიტეტით ადამიანებისა და პლანეტის მიმართ. ერთადერთი მიზეზი, იმისა თუ ჯერ კიდევ რატომ ვიყენებთ ამ სისტემას, არის ის, რომ ჯერ არა ვართ ადაპტირებული ჩვენს ახალ შესაძლებლობებთან, და უფრო გვეადვილება შევინარჩუნოთ ის, რაც ვიცით, ვიდრე დავიწყოთ ახლიდან.
კარგი, მაგრამ როგორ უნდა გადავიდეთ ”აქედან” ”იქით”?
იმდენად ბევრი ვარიანტებია იმისა, თუ სინამდვილეში რა სპეციფიკურ ცვლილებებს გამოიწვევდა საზოგადოებაში ასეთი მასიური გადასვლა გლობალური მასშტაბით, რომ იმაზე ბჭობა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს განვითარებულიყო, თითქმის უაზრობაა. ერთი რამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ეს აუცილებლად მოხდება როცა საკმაო რაოდენობის ხალხი მოისურვებს ამას.
ხმის გავრცელება თავისუფალი მსოფლიოს შესახებ არ მიგვიყვანს გადასვლასთან, ხმის გავრცელება უკვე არის გადასვლა. ჩვენ უკვე ვართ მასში. სულ, რაც გვჭირდება, არის საკმარისი ნება ხალხისა, რომ გამოვიწვიოთ ეს საჭირო ცვლილებები. მინიმალური ციფრი 1% მსოფლიოს მოსახლეობისა შეიძლება საკმარისიც კი იყოს, რომ დაიწყოს შეუჩერებელი ჯაჭვური რეაქცია, მაგრამ სინამდვილეში, როგორ განვითარდება ეს, არავინ იცის!
მე მაინც ვხედავ დიდ პრობლემას ამ იდეაში!
თუ მაინც ხედავთ დიდ პრობლემას ამ წამოწყებაში, რომელიც არ გვიხსენებია აქ, ან ფიქრობთ, რომ შეამჩნიეთ სერიოზული ხარვეზი, მაშინ თქვენ უნდა შეადაროთ ნებისმიერი ასეთი ხარვეზი ჩვენს ახლანდელ სისტემასთან, რომლის ხსრვეზებში შედის მასიური შიმშილი, სიღარიბე, ვალი, ომები, გარემოს დაბინძურება და ზედმეტი სიკვდილიანობა.
ნაკლებდასაჯერებელია, რომ რომელიმე შესაძლებელმა ხარვეზმა გადასწონოს ის უამრავი ხარვეზები ჩვენი ახლანდელი სისტემისა. ეს არ არის გათვლილი იმაზე, რომ იყოს სრულყოფილი სისტემა, ეს უბრალოდ უკეთესია ახლანდელზე. თუ მაინც არ ეთანხმებით და გნებავთ წამოსწიოთ ეს საკითხი, მაშინ გთხოვთ ჩაერთოთ კამათში ჩვენი ფეისბუკის გვერდზე, და ჩვენ შევეცდებით და გიპასუხებთ თქვენს კითხვებზე.
over a week ago
over a week ago
over a week ago
Find out more about an Open Access Economy